Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სკოლაში შვილს უჩაგრავენ - ფსიქოლოგი და იურისტი ბავშვთა უფლებებზე
ambebi.ge
29 May 2017, 12:20
ბავშვთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება, რის განსახორციელებლადაც, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ უფასო და სავალდებულო დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ზემოხსნებული დოკუმენტის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია არამხოლოდ შექმნას სკოლები, არამედ აუცილებლად განახორციელოს მათი ადეკვატური ფუნქციონირებაც.

გარდა იმისა, რომ ყოველ ბავშვს აქვს განათლების უფლება, ის ასევე ფლობს დამცირების, სასტიკი მოპყრობისა და დასჯისგან თავის დაცვის უფლბასაც, რაც იმთავითვე მოიაზრებს, ბავშვის, როგორც მოსწავლის ღირსების პატივისცემას და ფიზიკური ძალადობის ნებისმიერი ფორმის აკრძალვას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი საქციელი ბავშვის მიმართ დასჯადია, მოსწავლეების სიტყვიერი თუ სხვა სახის შეურაცხყოფა სკოლების სასწავლო პროცესის ყოველდღიურობად შეიძლება ჩაითვალოს.

თუმცა, იმ შემთხვევების გარდა, როცა ბავშვი ე.წ. ბულინგის მსხვერპლი ხდება თანატოლებისგან, მრავლად არის ისეთი ინციდენტები, როდესაც ბავშვზე ემოციურ ან ფიზიკურ ზეწოლას მასწავლებელი ახორციელებს.

კითხვაზე, თუ სად გადის ზღვარი მასწავლებლის მოვალეობებსა და მოსწავლეს უფლებებს შორის - AMBEBI.GE-ს იურისტი ანა არგანაშვილი პასუხობს:

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვთა უფლებებზე სკოლაში, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი მნიშნელოვანი ასპექტი: სკოლაში ბავშვს აქვს უფლებები, ხოლო მასწავლებელს აქვს მოვალეობები. სკოლა შექმნილია ბავშვის განათლების უფლების განსახორციელებლად და მასწავლებელი კი დასაქმებულია იქ, რათა განხორციელოს ბავშვის ეს უფლება. რა თქმა უნდა, მასწავლებელსაც აქვს მაგალითად ღირსებული შრომის უფლება, თუმცა, იგი შრომის პირობების შექმნას ბავშვს ვერ მოსთხოვს, არამედ თავის დამსაქმებელს. ანუ ბავშვისა და მასწავლებლის ურთიერთობაში, უფლებების სუბიექტი არის ბავშვი, ისევე როგორც ნებისმიერი ზრდასრულისა და ბავშვის ურთიერთობაში" - ამბობს არგანიშვილი.

იურისტი აღშნინავს, რომ მასწავლებლის მიერ მოსწავლის დასჯის მეთოდი ძალიან მოძველებულია. მასწავლებელს არ გააჩნია არანაირი უფლება დასაჯოს მოსწავლე, თუმცა, მას აკისრია საპატიო ვალდებულება, აღზარდოს ის.

"ბავშვისთვის სკოლაში უსაფრთო გარემოს შექმნა ეს იმ პასუხისმგებლობებს შორის უპირველესია, რომელიც სკოლის ადმინისტრაციას აქვს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესის დროს დაფიქსირდება ბავშვზე ძალადობის ფაქტი, ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს სოციალური სამსახურის სააგენტოს და ჩართოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმი. ეს პროცედურა მოიაზრებს სოციალური სააგენტოს მიერ სოციალური მუშაკის გამოგზავნას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბავშვი დაცული იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისგან, შემდგომი რეაბილიტაცია გაიაროს და გაარკვიოს მიზეზები, თუ რატომ შეიძლება მომხდარიყო სკოლაში ძალადობა.

სამწუხაროდ, ასეთი მიმართვების ოდენობა, დღესდღეობით, ძალიან მცირია. ეს ნაწილობრივ არაინფორმირებულობის ბრალია, ხოლო ნაწილობრივ იმის, რომ სასწავლო პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის მშობლებს, არ აქვთ განცდა იმისა, რომ სისტემა მათ პრობლემაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მომრავლდა ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობლები და ბავშვები გვეუბნებიან, რომ მიმართვას აზრი არ აქვს. მათ მიმართეს და დაინახეს სკოლის, სოციალური სამსახურის, განათლების სისტემის არაეფექტურობა. გარდა ამისა, არის არაინფორმირებულობის პრობლემა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა მოსწავლეებთან, სადაც ვუხსნიდი Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. - ბავშვის იძულება, შეიკავოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ეს არის ძალადობის ფორმა და მათ გაოცებულებმა მითხრეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი ბევრ სკოლაში" - აღნიშნავს ანა არგანაშვილი.

ფსიქოლოგთა აზრით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესმა სარგებლიანად ჩაიაროს, არ არის მიზანშეწონილი ბავშვის დამცირება ან მისი დასჯა. ბავშვი უფრო უკეთ ითვისებს იმ გარემოში, სადაც მის აზრს პატივს სცემენ და სადაც ის, კეთილგანწობას გრძნობს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა წარმართოს სასწავლო პროცესი მასწავლებელმა უხეში დისციპლინური ჩარევების გარეშე, ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე ამბობს:

"აუცილებელია, რომ მასწავლებელი ავტორიტეტული იყოს, თუ ყველასთვის არა, კლასის დიდი ნაწილისთვის მაინც. თუ მასწავლებელი დიდი წილისთვის არის ავტორიტეტი, ის ერთი ან რამდენიმე ბავშვიც, რომელიც არ ემორჩილება ან უშლის ხელს პროცესს, იქნება "უმცირესობაში", მის ქცევას კლასი არ მიიღებს. ხოლო იმისთვის, რომ მასწავლებელი ავტორიტეტად ჩაითვალოს, აუცილებელია მისი კომპეტენტურობა. მას უნდა ესმოდეს ბავშვის ფსიქოლოგია, მისი მოტივები. ამ შემთხვევაში ბავშვი აღიქვამს, როგორც თავისიანს".

ფსიქოლოგის თქმით, სკოლის პირდაპირი ვალდებულების მიუხედავად, ნებისმიერი ძალადობის პრევენციისა, ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ბავშვმა იგრძნოს მხარდაჭერა. სწორედ აქ იზრდება მშობლისა და სწორი მოპყრობის მნიშვნელობა:

"უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა მოიმოქმედოს მშობელმა არის ის, რომ არ უნდა მოახდინოს ფაქტის დრამატიზირება. მან შემთხვევის მნიშვნელობა არ უნდა აიყვანოს ძალიან მაღლა. პირიქით, ის უნდა ეცადოს, რომ შემთხვევის მნიშვნელობა დაიყვანოს თვითონ ვისაც შეემთხვა იქამდე, ანუ ბავშვისთის ეს მოგონება ტრაგიკული და გამორჩეული არ უნდა გახდეს. მშობელმა თუ მოვლენისგან ტრაგედია შექმნა, ბავშვს ეს გამოცდილება სამუდამოდ გაჰყვება. ხოლო საპირისპირო მოპყრობისას, ეს გადაივლის როგორც ერთი რიგითი შემთხვევა" - ურჩევს მშობლებს ზვიად მხეიძე.

ნინო ბიძინაშვილი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი